თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 21 ქულა - ვირტუს ბოლონია მაინც დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა და უშანსოდ 62:77 დამარცხდა. „ოლიმპია მილანო“ ფინალურ დაპირისპირებაში 3:1-ს იგებს და ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი აშორებს.

სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, თუმცა მისი კარგი ასპარეზობა „ვირტუსს“ მაინც ვერ დაეხმარა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 30 წუთი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკე შენგელიამ 21 ქულას, 2 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ამ შედეგით კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„ოლიმპია მილანოს“ კვლავ დანიელმა შავონ შილდსმა ულიდერა, რომელმაც 34 წუთში შენგელიას მსგავსად 21 ქულა დააგროვა.  შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 16 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები