სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ისიამოვნეთ მისი მომენტებით" - ვისკონსინ ჰერდის ვიდეო მამუკელაშვილზე

„მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდმა, „ვისკონსინ ჰერდმა“ სანდრო მამუკელაშვილის საუკეთესო მომენტების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. „მამუ“ NBA-ის ჯი ლიგაში ბრწყინვალედ ასპარეზობდა და „ჰერდის“ რიგებში 12 შეხვედრა ჩაატარა.

„NBA-ის ჯი ლიგის 2021-22 წლების სეზონში, სანდრო მამუკელაშვილმა ყველაფერი გააკეთა. მან 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 20.7 ქულას, 10.9 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 1.2 დაფარებას აგროვებდა. ისიამოვნეთ მისი საუკეთესო მომენტებით“, - ნათქვამია „ჰერდის“ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სპორტულმა ვებგვერდმა, Behindthebuckpass.com-მა „მილუოკი ბაქსის“ ქართველ კალათბურთელს, სანდროს სტატია მიუძღვნა და მომდევნო სეზონში მის როლზე ისაუბრა. გამოცემის მიხედვით, ქართველ კალათბურთელს წარმატების მიღწევის კარგი შანსი აქვს და მომდევნო სეზონში სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს.

ცნობისთვის, „მამუს“ „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ბოსტონ სელტიქსთან“ 3:4 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ" - დოლიძის მომდევნო მეტოქის კომენტარი