UFC, გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

„მისი ფონდი ბევრ ადამიანს ეხმარება“ - ამერიკული მედია გიგა ჭიკაძის ქველმოქმედებაზე

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში მონაწილეობის გარდა ქველმოქმედებითაც აქტიურად არის დაკავებული.

დედის გარდაცვალების შემდეგ, 33 წლის მებრძოლმა საქველმოქმედო ფონდი Knockout Cancer-ი, იგივე „ნოკაუტი კიბოს“ ჩამოაყალიბა და სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს სამედიცინო დახმარებას უწევს.

სასიამოვნოა, რომ გიგას კეთილი საქმე შეუმჩნეველი არ დარჩენია ამერიკულ მედიას და სააგენტო Sportskeeda-მ აუდიტორიას ქართველი მებრძოლის ქველმოქმედების შესახებ მოუყვა.

რას წერს სააგენტო:

„2013 წელს გიგა ჭიკაძემ დედა დაკარგა, რაც საქველმოქმედო ფონდის შექმნის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. გიგას დედა მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა და ის სპორტსმენის საბრძოლო კარიერის დიდი მხარდამჭერი იყო.

საქველმოქმედო ორგანიზაცია 2014 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც MMA-ს მებრძოლმა დედა დაკარგა. ფონდი Knockout Cancer ძირითადად UFC-ის ქართველი ვარსკვლავის მიერ ფინანსდება და ის პაციენტებს მკურნალობის, ლაბორატორიული გამოკვლევების, სამედიცინო კვლევების და რეაბილიტაციის ხარჯების დაფინანსებაში ეხმარება.

გიგა ჭიკაძის საქველმოქმედო ორგანიზაცია ამ დრომდე 200-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა სამედიცინო ხარჯის დაფინანსებაში. საგულისხმოა, რომ არ სერვისებში გამოყენებული ფული ძირითადად ოქტაგონიდან მოდის.

ქართველი მებრძოლის ეს შრომა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ პრომოუტერებს და ქართველს წელს „ფორესტ გრიფინის საზოგადოების“ ჯილდო გადეცა. აღსანიშნავია, რომ ჯილდო მიმღებებს პირადად დანა უაითი ირჩევს.

ცნობისთვის, გიგა ჭიკაძემ UFC-ში 8 ბრძოლა გამართა, საიდანაც 7-ში გაიმარჯვა, ერთ შემთხვევაში კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ" - დოლიძის მომდევნო მეტოქის კომენტარი