სტეფ კარი, გოლდენ სტეიტ უორიორსი
Aa
Aa

გოლდენ სტეიტი NBA-ს ჩემპიონია! კარი ფინალების MVP

NBA-ს სუპერფინალური სერიის მე-6 შეხვედრამ 2021-2022 წლების სეზონის ჩემპიონი გამოავლინა და ეს „გოლდენ სტეიტ უორიორსია“! სტივ კერის გუნდმა „ბოსტონს“ სტუმრად 103:90 მოუგო და სეზონი ტრიუმფით დაასრულა.

ოქროს შტატელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და დიდი შესვენების წინ, 15-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მასპინძლებმა რაც შეძლეს სულ ის იყო, რომ მესამე მეოთხედი 27:22 მოიგეს, თუმცა დასკვნით მეოთხედში ისევ „გოლდენი“ იყო უკეთესი - 27:24.

შეხვედრაში საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელმაც 34 ქულა, 7 მოსნა და 7 გადაცემა გაიფორმა. 18 ქულა ჰქონდა ენდრიუ უიგინსს, 15 ჯორდან პულს, დრეიმონდ გრინმა კი 12 ქულა, 12 მოხსნა, 8 გადაცემა დააფიქსირა. კლეი ტომპტსონმა კი 12 ქულა ჩააგდო.

„ბოსტონის“ რიგებში 34 ქულით ჯეილენ ბრაუნი გამოირჩა. ალ ჰორფორდს 19 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა. მასპინძელთა რიგებში მყოფმა სათადარიგო მოთამაშეებმა ჯამში 5 ქულა მოაგროვეს, რაც მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

საინტერესო ფაქტები:

გოლდენ სტეიტმა ბოლო 8 სეზონში ჩემპიონობა მეოთხედ მოახერხა. საერთო ჯამში კი მათ ანგარიშზე NBA-ის 7 ჩემპიონობაა. ეს კი ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია.

სტეფ კარი ფინალური სერიის MVP გახდა. ეს მისთვის კარიერაში პირველი შემთხვევაა. მის ანგარიშზე საშუალოდ 31.2 ქულა, 6.0 მოხსნა და 5.0 შედეგიანი გადაცემაა.

სტეფ კარიმ ფინალურ სერიებში 150 სამქულიანის ჩაგდება შეძლო, რაც NBA-ს რეკორდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება მიღწეულია - მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია
შეთანხმება მიღწეულია - მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია