სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე
Aa
Aa

რევანში შედგა - ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში სანდრო ბაზაძემ T 32-ში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი დამაჯერებლად 15:7 დაამარცხა. წარსულში განცდილი მარცხის გამო ქართველმა მოფარიკავემ რევანში აიღო.


მიმდინარე ტურნირზე ბექა ბაზაძე T 32-ში 16 საუკეთესო მოფარიკავეს შორის მოხვდა, მან ბრიტანელი ბარნაბი ჰოლიველი 15:9 დაამარცხა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე იასპარეზა, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ამერიკელ ელი დერშვიცს 15:10 მოუგო, შემდეგ ტუნისელ ფარეს ფერჯანს სძლია - 15:11. დიდი ბრიტანელი უილიამ დეარისა (15:6) და გერმანელი კოლინ ჰიჩკოკის (15:14) დამარცხების შემდეგ 1.2-ფინალში იტალიელ ლუკა კურატოლისთან დაპირისპირება მინიმალური სხვაობით, 14:15 დათმო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ასევე გეტყვით, რომ გასულ ზამთარში თბილისში გამართულ მსოფლიოს თასზე სანდრო ბაზაძე ოქროს მედალს დაეუფლა, ფინალში რუსი იბრაგიმოვი 15:8 დაამარცხა. სანდრო ბაზაძე ისტორიაში პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიო თასის ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოფარიკავეთა ნაკრებმა მადრიდის მსოფლიო თასი მე-6 ადგილზე დაასრულა
მოფარიკავეთა ნაკრებმა მადრიდის მსოფლიო თასი მე-6 ადგილზე დაასრულა