სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

სანდრო ბაზაძე: წინ მსოფლიო ჩემპიონატია და ჩემი მიზანი საუკეთესო შედეგია

17 ივნისს, ანტალიაში ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა მოფარიკავემ ფინალში იტალიელი ლუკა კურატოლი ანგარიშით 15:11 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სანდრო ფინალურ ბრძოლაში 5:9 მარცხდებოდა, მაგრამ დაპირისპირება შემოატრიალა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა.

სანდრომ ევროტრიუმფის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში დიდი მადლობა ოჯახის წევრებს, ასევე ფარიკაობის ფედერაციის დიდ ოჯახს. მოსამზადებელი პერიოდი ძალიან რთული გამოდგა, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. მაგრამ ეს სპორტია, თუ არ დანებდები და ყველაფერს გააკეთებ, შედეგს აუცილებლად მიაღწევ. ამიტომ ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი გუნდის ყველა წევრს, ექიმებს, მწვრთნელებს. ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც დიდი  შრომით მიაღწევ შედეგს.

ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდი საფრანგეთში, ორლეანში გავატარე, ჩემს პირად მწვრთნელ კრისტიან ბაუერთან. რთული იყო, რადგან ბაუერი დიდი პროფესიონალი და ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია.  ეს იყო რთული გზა დიდი შედეგისკენ, მე მაქსიმუმი გავაკეთე და შედეგი სახეზეა.

ძალიან რთული დღე იყო, ეს ევროპის ჩემპიონატია და იოლი მეტოქე და იოლი ბრძოლა აქ  არ არის. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული შეჯიბრი გამოდგა, ვეცადე რომ მთელი დღე კონცენტრირებული ვყოფილიყავი და ყველაფერი გამომივიდა.

წინ მსოფლიო ჩემპიონატია და ჩემი მიზანი რა თქმა უნდა საუკეთესო შედეგია. მე მაქვს საკმარისი ძალა რომ კიდევ ერთხელ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი”.

- ციტირებს ბაზაძის სიტყვებს საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კალათბურთშიც შეუჩერებელია
„კალათბურთშიც შეუჩერებელია" - Football Italia ხვიჩას ვიდეოს გამოეხმაურა