არსენალი, მანჩესტერ სიტი, გაბრიელ ჟესუსი
Aa
Aa

ულტიმატუმი წაუყენა - ჟესუსი არსენალში გაშვებას ითხოვს

ცნობილია, რომ გაბრიელ ჟესუსს „მანჩესტერ სიტის“ დატოვება სურს. სპორტულ მედიაში ბრაზილიელ თავდამსხმელს ძირითადად „არსენალს“ უკავშირებენ. გამოცემა GOAL-ის ინფორმაციით, „მეთოფეებმა“ „ქალაქელებს“ 50-მილიონიანი შეთავაზება გაუკეთეს, მაგრამ „სიტის“ ხელმძღვანელობას აღნიშნული თანხა ეცოტავა.

ამის პარალელურად კი თავად ჟესუსი „მანჩესტერ სიტიზე“ ზეწოლას ახდენს და მოითხოვს, რომ „არსენალის“ წინადადებას გუნდი დათანხმდეს. გაბრიელს „ჩელსისაც“ უკავშირებდნენ, თუმცა ოფიციალური შეთავაზება მხოლოდ „არსენალმა“ გააკეთა.

ჟესუსის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იყო და იმედი ჰქონდა, რომ „იუვენტუსში“ ან „ატლეტიკოში“ გადაბარგდებოდა, თუმცა „მეთოფეებზე“ უკეთესი და რეალური შეთავაზება არცერთ სხვა გუნდს არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, ბრაზილიელი შემტევი ლონდონში გადასვლაზე თანახმაა.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ ჟესუსს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის გამო მას კლუბის დატოვება მოუნდა. ასევე გეტყვით, 25 წლის თავდამსხმელი „ქალაქელებში“ 2017 წლიდან თამაშობს. დღემდე ჟესუსმა „სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 236-ჯერ მოირგო, 95 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუფონი:
ბუფონი: "2010 წელს ოქროს ბურთი ინიესტას ეკუთვნოდა"