ელინა სვიტოლინა
Aa
Aa

''ეს გაუმართლებელია'' - სვიტოლინამ US OPEN-ის ორგანიზატორები გააკრიტიკა

ჩოგბურთში, ამერიკის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით დაიშვებიან. ტურნირის ორგანიზატორთა გადაწყვეტილება უკრაინელმა ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინამ გააკრიტიკა. სვიტოლინა ''როიტერს'' ესაუბრა.

''მათ გადაწყვეტილებას მხარს არ ვუჭერ, რადგან უფრო მძიმე სანქციების გატარება შეეძლოთ. უკრაინული სპორტი მინიმუმ 10 წლით უკან დახიეს, რუსებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს, ზოგ შემთხვევაში კი სრულიად გაანადგურეს. უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, რატომაც რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ამერიკის ღია პირველობაში მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ, მათ დაშვებას გამართლება არ აქვს''.

შეგახსენებთ, ITF-ის გადაწყვეტილებით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები გუნდური ტურნირებიდან მოკვეთეს, თუმცა ATP-ის და WTA-ს ორგანიზებით ინდივიდუალურ ტურნირებში მონაწილეობას ნეიტრალური სტატუსით აგრძელებენ. სწორედ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია სვიტოლინა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის გამო, რუსი ჩოგბურთელები ინდივიდუალურ შეჯიბრებებსაც უნდა ჩამოაშორონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკვალიფიკაციო ეტაპი - ბასილაშვილი რეიტინგის 346-ე ნომერთან დამარცხდა
საკვალიფიკაციო ეტაპი - ბასილაშვილი რეიტინგის 346-ე ნომერთან დამარცხდა