ოქსანა კალაშნიკოვა
Aa
Aa

ტიტულთან ახლოს - კალაშნიკოვა გაიბას ტურნირის ფინალშია

იტალიაში მიმდინარე გაიბას საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში ოქსანა კალაშნიკოვა და ვიტალია დიატჩენკო გავიდნენ. 1/2-ფინალში წყვილმა ნიდერლანდელების, ლესლი პატინამა კერხოვესა და არანჩა რუსის დუეტი 7:6, 1:6, 10:8 დაამარცხა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, მერვედფინალში კალაშნიკოვა-დიატჩენკოს წყვილმა ბეატრის გუმულია-იუ-ჩიე ჰსიეს 7:5, 6:4 სძლია. მეოთხედფინალში მეტოქე ჩოგბურთელები, სლოვაკი ტერეზა მიხალიკოვა და ბელგიელი გრეტი მინენი არ გამოცხადდნენ.

ფინალში კალაშნიკოვა-დიატჩენკოს წყვილი მედისონ ბრენგლისა (აშშ) და კლერ ლიუს (აშშ) დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 ივნისს, თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

გაიბას საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 115 000 აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, გასულ თვეში პარიზის ჩელენჯერის წყვილთა თანრიგის ფინალში ქართველი ოქსანა კალაშნიკოვასა და იაპონელი მიუ კატოს დუეტი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე კრისტინა მლადენოვიჩთან და ბრაზილიელ ბეატრიზ ჰადადთან სამ სეტში 7:5, 4:6, 4:10 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები