თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

„დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენგან მივიღე“ - შენგელია ვირტუსს დაემშვიდობა?

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი და „ვირტუს ბოლონიას“ წევრი, თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ფინალური სერიის მე-6 მატჩი „ვირტუსმა“ სტუმრად „მილანთან“ გამართა და სამწუხაროდ 81:64 დამარცხდა, შესაბამისად გამარჯვებული მილანური კლუბი გახდა.

სეზონის დასრულების თორნიკე შენგელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „ვირტუს ბოლონიას“ პერსონალს და გულშემატკივრებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

რას წერს შენგელია:

დიდი მადლობა ჩემს ყველა თანაგუნდელს, მწვრთნელებს, პერსონას და მთელ „ვირტუს ბოლონიას“. ძალიან მადლობელი ვარ ამ საოცარი შესაძლებლობისთვის, ყველა დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენგან მივიღე!

მადლობა ყველა გულშემატკივარს თბილი და პოზიტიური მესიჯებისთვის და თქვენი უპირობო მხარდაჭერისთვის. მადლობა იმისთვის, რომ თავი ისე მაგრძნობინეთ, როგორც საკუთარ სახლში! მიხაროდა ყოველი დღე, რომლითაც ამ ისტორიული გუნდის ნაწილი ვიყავი!

ქართველი კალათბურთელის მომავალი კვლავ გაურკვეველია. იტალიური მედიის ნაწილმა თოკოს ეს წერილი გამოსამშვიდობებლად ჩათვალა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში არაერთმა სააგენტომ დაწერა, რომ ქართველმა კალათბურთელმა და „ვირტუს ბოლონიამ“ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის კონტრაქტი ორი წლით გახანგრძლივდება. პარალელურად, შენგელიას ბედს არაერთ ევროპულ გუნდს უკავშირებენ, მათ შორის „ვალენსიას“, „ბარელონას“ და ა.შ.

შეგახენებთ, რომ 30 წლის კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა და კლუბთან ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. „ვირტუსამდე“ თოკო მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, თუმცა რუსული კლუბი უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა - ილიას ზუროსის გუნდი მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა - ილიას ზუროსის გუნდი მზადებას იწყებს