გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

ქუთათელაძის მწვრთნელი: „სამარცხვინო გადაწყვეტილება, გურამმა ეს ბრძოლა მოიგო“

UFC-ის ქართველი მებრძოლის, გურამ ქუთათელაძის მწვრთნელი, ანდრეას მაიკლი, რომელიც ამავდროულად, ხამზატ ჩიმაევის მწვრთნელიც გახლავთ, დამირ ისმაგულოვის გამარჯვებას გამოეხმაურა. მაიკლმა მსაჯები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ქართველ ვიკინგს“ მოგება მოჰპარეს.

„გურამმა მოიგო და ეს შედეგი სამარცხვინოა. რა ჯანდაბას უყურებდნენ მსაჯები? მთელი მსოფლიო ფიქრობს, რომ ეს ძარცვა იყო. გაგვძარცვეს და პირველი და მესამე რაუნდი ნამდვილად ჩვენი იყო. მადლობა ოქტაგონზე მყოფ მსაჯს, რომ მესამე რაუნდის ბოლოს, წესების დაცვით განხორციელებული დარტყმის მიუხედავად, ბრძოლა მაინც შეაჩერა. შენ გაიმარჯვე ჩემპიონო! ყველა ბრძოლას ნაადრევად ვერ დავასრულებთ. ამიტომ, დამოკიდებული ვართ, რომ მსაჯებმა თავიანთი სამუშაო შეასრულონ, მაგრამ...“

ცნობისთვის, ბრძოლის შემდეგ, გურამმა ასეთი განცხადება გააკეთა: „რა შემიძლია ვთქვა... უნდა ვისწავლო. მსაჯების ხელში არასდროს არ უნდა დატოვო. ბოდიშს ვუხდი ოჯახს და გუნდს, რომ ვანერვიულე და იმედები გავუცრუე. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მიყვარხართ“.

გეტყვით იმასაც, რომ UFC-ის ბოლო ღონისძიებაზე ოქტაგონზე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ვიხილეთ. ამ უკანასკნელმა კაილ დაუკაუსი დაანოკაუტა და გასამარჯვებლად 1 წუთი და 13 წამი ეყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere Dello Sport:
Corriere Dello Sport: "ხვიჩას ნაპოლიში დიდი მემკვიდრეობა ხვდება"