სადიო მანე
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის - ბაიერნს მანე 40 მილიონი დაუჯდება

„ლივერპულის“ ფეხბურთელის, სადიო მანეს „ბაიერნში“ გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია. Daily Mail-ის ინფორმაციით, სენეგალელი შემტევი გერმანიაში უახლოეს პერიოდში ჩაფრინდება და „რეკორდმაისტერთან“ ყველა დეტალს შეათანხმებს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, მანე სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. გერმანულ კლუბს მისი ტრანსფერი 40.7 მილიონი ევრო დაუჯდება და სადიოს გადაბირების შემდეგ, „ბაიერნი“ რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის უფლებას მისცემს.

როგორც ირკვევა, მანე კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მიუნხენურ კლუბს საკუთარ მომავალს 2025 წლის ივნისამდე დაუკავშირებს. „ბაიერნში“ მისი შეძენა დაადასტურეს და მის ოფიციალურ წარდგენას ივლისის საწყის რიცხვებში უნდა ველოდოთ. Mirror-ის მიხედვით, მანეს ყოველწლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება, რაც 2.5-ჯერ მეტია იმ თანხაზე, რასაც ენფილდზე იღებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 30 წლის მანემ „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''მადლობა, ამ საოცარი მოგზაურობისთვის'' - ქეცბაიას ემოციურად დაემშვიდობნენ
''მადლობა, ამ საოცარი მოგზაურობისთვის'' - ქეცბაიას ემოციურად დაემშვიდობნენ