ლივერპული, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

"ეგვიპტის ნაკრებისთვის არაფერი გაუკეთებია" - ყოფილი მწვრთნელი სალაჰს აკრიტიკებს

მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ნაკრების სიმბოლოა, თუმცა სანაკრებო დონეზე მას წარმატება არ მიუღწევია. ეგვიპტელთა ყოფილი მწვრთნელი ჰასან შეჰატა „ფარაონს“ აკრიტიკებს და ამბობს, რომ სალაჰს თავისი ქვეყნის ნაკრებისთვის არაფერი გაუკეთებია.

რა თქვა შეჰატამ?

„ვწუხვარ, ბოდიშს ვიხდი ამას, რომ ვამბობ, მაგრამ მოჰამედ სალაჰს ეგვიპტის ნაკრებისთვის არაფერი გაუკეთებია. ის ცნობილი მხოლოდ „ლივერპულში“ კარგი თამაშის გამო გახდა. როცა საქმე საკუთარ ქვეყანას ეხება, გაცილებით მეტად უნდა დაიხარჯო და წარმატებას მიაღწიო.

მესმის, რომ ეროვნულ ნაკრებში ისეთი ძლიერი ფეხბურთელები არ თამაშობენ, როგორებიც „ლივერპულში“, მაგრამ სალაჰმა უნდა მონახოს გზა და სივრცე იმისთვის, რომ ეგვიპტეს წარმატება მოუტანოს. 

ეს მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა არ არის. ფეხბურთის ფედერაციამ მაქსიმალურად კარგი ფეხბურთელები უნდა იპოვოს, განავითაროს შიდა ჩემპიონატი და მოჰამედს დაეხმაროს. რეალურად მას მარტო არაფერი შეუძლია.“

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თუმცა ვერც პრემიერ ლიგა მოიგო და ვერც ჩემპიონთა ლიგა. მიუხედავად ამისა, „ფარაონი“ კარიმ ბენზემასთან ერთად ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.

სალაჰი გასულ სეზონში

მოჰამედმა 2021/2022 წლების სეზონში „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთადა 51-ჯერ მოირგო, 31 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"არ უნდა ეთამაშა" - სალაჰს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმა აღენიშნებოდა