„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება
Aa
Aa

„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება" - რუსი სპორტსმენი, რომელიც საქართველოს სახელით გამოვა

29 წლის ჩოგბურთელმა, ნათელა ძალამიძემ „უიმბლდონის“ ორგანიზატორების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ტურნირზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს არ დაუშვებენ. როგორც მოგეხსენებათ, ძალამიძე რუსეთის სახელით გამოდიოდა, მაგრამ მოქალაქეობა შეიცვალა და „უიმბლდონზე“ საქართველოს სახელით იასპარეზებს.

„რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება. საქართველოს სახელით გამოსვლით გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ საკუთარ კარიერაზე მინდა, კონცენტრირებული ვიყო და ოლიმპიადაზე თამაშის შანსი მქონდეს. რეიტინგში ამაზე უკეთეს პოზიციაზე არასდროს ვყოფილვარ და საქართველოში უფრო დიდი პერსპექტივა მაქვს. სამწუხაროდ, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რუსები დიდი წნეხის ქვეშ მოექცნენ და საჭიროა, რომ სპორტი პოლიტიკისგან გავმიჯნოთ.

რუსი სპორტსმენების გამო, რომლებიც უიმბლდონზე ვერ იასპარეზებენ, ძალიან ვწუხვარ. ჩემი აზრით, ეს უსამართლობაა. მათ არაფერი დაუშავებიათ. უკრაინელებთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა მქონდა და ისინი ელოდებიან, რომ რამეს ვიტყვით, მაგრამ შექმნილ ვითარებაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია“.

შეგახსენებთ, რომ „უიმბლდონმა“ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების არდაშვების გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო. რამდენიმე რუსმა ჩოგბურთელმა საჯაროდ დააფიქსირა, რომ ომს ეწინააღმდეგება, თუმცა „უიმბლდონის“ პოზიცია მაინც უცვლელი დარჩა. ამის გამო, ATP-იმ „უიმბლდონი“ დასაჯა და სარეიტინგო ქულების გარეშე დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომან დოლიძე ქუთათელაძის ჩხუბზე: „მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები“
რომან დოლიძე ქუთათელაძის ჩხუბზე: „მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები“