მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

Bellator-ის მებრძოლი: „მერაბს მაგრად ვცემ და გავანადგურებ“

Bellator-ის მებრძოლი, დანი საბატელო არიელ ჰელვანის გადაცემაში, The MMA Hour-ში სტუმრად იყო მიწვეული და სხვა თემებთან ერთად, UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის შესახებ ისაუბრა. „იტალიელმა განგსტერმა“ მერაბ დვალიშვილიც ახსენა და განაცხადა, რომ „მანქანას“ მის წინააღმდეგ შანსი არ აქვს.

„სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოჭიდავეებს თუ შევხედავთ, მაგალითად, მერაბ დვალიშვილს, ვნახავთ, რომ მას მეტოქეების პარტერში დატოვება არ შეუძლია. დვალიშვილი ერთადერთ რაღაცას აკეთებს. როცა მისი მოწინააღმდეგეები წამოდგომას ცდილობენ, მერაბი მათ პარტერში აბრუნებს და ამას თეიქდაუნებად უთვლიან. არადა, ეს ასე არაა.

დვალიშვილს არ შეუძლია, მეტოქეები პარტერში დატოვოს და წამოდგომაში ხელი შეუშალოს. ეს საცოდაობაა. მთელი სერიოზულობით ვამბობ, რომ Bellator-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონი მსოფლიოში საუკეთესოა. პირადად მე, ვთვლი, რომ მერაბს გავანადგურებ და მაგრად ვცემ”.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე 20 აგვისტოს დაბრუნდება და ურთულეს ბრძოლას გამართავს. „მანქანა“ UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
27:30 - ვინ არის მსაჯი, ვინც სამივე რაუნდი დამირ ისმაგულოვს მისცა?
27:30 - ვინ არის მსაჯი, ვინც სამივე რაუნდი დამირ ისმაგულოვს მისცა?