ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლიში სჯერათ, რომ ინსინიეზე მეტ გოლს გაიტანს“ - ნაპოლის რადიოს დირექტორი ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს დირექტორმა, ვალტერ დე მაჯიომ „პარტენოპეის“ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. დე მაჯიო კლუბის შემტევ პოტენციალს შეეხო და ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

„მინდა, ნაპოლის გულშემატკივრებს სიახლე შევატყობინო. როგორც გავიგე, აძური ჯოვანი სიმეონეს აკვირდება, მაგრამ არ მგონია, ამან ოსიმენის დარჩენა შეუძლებელი გახადოს და საქმე როტაციასთან გვექნება. ამასთან, ნაპოლი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია უფრო მეტ გოლს გაიტანს, ვიდრე გასულ სეზონში ინსინიემ გაიტანა“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, „კვარაზე“ Corriere dello Sport-მა დაწერა და განაცხადა: „საქართველოს ნაკრებში ჩატარებულმა უკანასკნელმა მატჩებმა „ნაპოლის“ გულშემატკივრების ინტერესი უფრო გააღვივა. ნეაპოლში ფიქრობენ, რომ კვარაცხელია და ოლივეირა გუნდის ახალი გმირები იქნებიან. ორივე ფეხბურთელს დიდი მემკვიდრეობა ხვდება. ხვიჩა ძალიან ახალგაზრდაა და მას ადაპტაციის გავლისთვის გარკვეული დრო მიეცემა.“

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება
„წინააღმდეგი ვარ იმის, რაც უკრაინაში ხდება" - რუსი სპორტსმენი, რომელიც საქართველოს სახელით გამოვა