მანჩესტერ იუნაიტედი, ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

მაგუაიერი კაპიტანი აღარ იქნება? - ტენ ჰაგი ცვლილებებს იწყებს

ერიკ ტენ ჰაგი სულ მალე შეისწავლის „მანჩესტერ იუნაიტედის“ შიდა სამზარეულოს და არაერთი პრობლემის მოგვარება მოუწევს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ნიდერლანდელ სპეციალისტს კაპიტნის საკითხის მოგვარება მოუწევს.

გასულ სეზონში, მაგუაიერი საშინლად გამოიყურებოდა, რასაც სოციალურ ქსელში დამცინავი ვიდეოები და კრიტიკა მოყვა. უკანასკნელ პერიოდში, ჰარის რალფ რანგნიკი აღარ ენდობა და არც საუთგეიტია კმაყოფილი.

„ლესტერის“ ყოფილი ფეხბურთელის კაპიტნობა ბოლო 12 თვის განმავლობაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მის მოხსნას გულშემატკივრები აქტიურად ითხოვენ.  Daily Mail-ის ინფორმაციით, ტენ ჰაგი ამ საკითხის მოგვარებას აპირებს. ვიგებთ, რომ ნიდერლანდელი მას კაპიტნის სამკლავურს ჩამოართმევს, თუმცა გუნდში აუცილებლად დატოვებს.

როგორც ირკვევა, მაგუაიერის ქმედებები შიდა სამზარეულოში არ მოსწონთ და ამ ყველაფრის მიზეზი სწორედ ეს გახდა. მთავარი ინიციატორი კი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც თვლის, რომ მისი დამსახურებების ფონზე „წითელ ეშმაკებს“ სწორედ ის უნდა კაპიტნობდეს.

მაგუაიერი „იუნაიტედში“

29 წლის ცენტრალური მცველი „წითელ ეშმაკებს“ 2019 წელს „ლესტერიდან“ 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ამით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. 2019 წლიდან დრემდე, მაგუაიერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 144-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს ეჭვი ეპარება, რომ იუნაიტედი სიტის და ლივერპულს კონკურენციას გაუწევს
რონალდუს ეჭვი ეპარება, რომ იუნაიტედი სიტის და ლივერპულს კონკურენციას გაუწევს