ნასერ ალ ხელაიფი
Aa
Aa

ხელაიფი: უცნაურია - რეალმა ლიგა დამსახურებულად მოიგო, მაგრამ მათ ამ ტურნირზე თამაში არ სურთ

პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი მიიჩნევს, რომ ევროპის სუპერლიგა მკვდარია.

- ევროპის სუპერლიგა ჯერ კიდევ ცოცხალია, სამი დამფუძნებლის - მადრიდის რეალის, იუვენტუსისა და ბარსელონას თქმით. ეთანხმებით მათ მოსაზრებას?

„მგონი უკვე მკვდარია. მაგრამ აქ არის უცნაური რამ: მადრიდელებმა მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და ის დამსახურებულად მოიგეს, მაგრამ ერთის მხრივ მათ უნდათ მისი მოგება, მეორე მხრივ კი არ სურთ ამ ტურნირზე თამაში.

თუ უკმაყოფილო ხარ, მაშინ იქ თამაში არ გჭირდება. ეს მსოფლიოში საუკეთესო შეჯიბრია და არც კი ვიცი, რატომ არიან ესპანელი ქომაგები ამ ტურნირის წინააღმდეგი. მაგრამ ჩემთვის სუპერლიგა მკვდარია“,

- თქვა ნასერ ალ-ხელაიფიმ.

ანიელი თვლის, რომ სუპერ ლიგა უკვე არსებობს

„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ სუპერ ლიგის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და ამჯერად, ის პრემიერ ლიგას შეადარა.

„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩემპიონთა ლიგის ფორმატზე, მაგრამ ასევე ფეხბურთის მენეჯმენტზეც უნდა ვისაუბროთ. ბევრს არ ესმის - და ეს არ არის მხოლოდ იტალიის პრობლემა. ეს არის ის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს სუპერ ლიგა, ინგლისის პრემიერ ლიგის სახით.

ნიჭიერები მიდიან იქ, სადაც ყველაზე კარგად უხდიან. პრემიერ ლიგა წელიწადში 4,2 მილიარდ ევროს შოულობს და ნელ-ნელა ყველა ნიჭიერი მოთამაშე მათთან მიდის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტის 5 ყველაზე უცნაური პუნქტი, რაც ფეხბურთის ისტორიაში გაფორმებულა
კონტრაქტის 5 ყველაზე უცნაური პუნქტი, რაც ფეხბურთის ისტორიაში გაფორმებულა