პსჟ, ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

„პსჟ? არასოდეს თქვა არასოდეს“ - ზიდანის დამაინტრიგებელი პასუხი

ბოლო პერიოდში, ზინედინ ზიდანის პსჟ-ში შესაძლო დანიშვნაზე გავრცელებულმა ჭორებმა საფეხბურთო სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ კლუბსა და 50 წლის სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები ორივე მხარემ უარყო, ევროპული მედია მაინც აქტიურად განიხილავს ზიდანის პარიზულ ვარიანტს.

„ზიზუმ“ თავის მომავალთან დაკავშირებით ფრანგულ გამოცემა L’equipe-სთან ისაუბრა და ერთადერთი, რაც ღიად დააფიქსირა არის, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში სამუშაოდ არასდროს წავა. ფრანგი სპეციალისტი პსჟ-ს საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ სამომავლოდ, პარიზულ კლუბში მისი მისვლა გამორიცხული არ არის.

რა თქვა ზიდანმა:

არასოდეს თქვათ არასოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მწვრთნელი ხარ. როცა ფეხბურთელი ვიყავი, ძალიან დიდი არჩევანი მქონდა, შემეძლო 50 კლუბში მეთამაშა. მწვრთნელებს კი ასეთი არჩევანი არ აქვთ. არსებობს მხოლოდ 2-3 რეალური ვარიანტი. როდესაც რომელიმე კლუბში წავალ სამუშაოდ, მიზანი რა თქმა უნდა გამარჯვება იქნება. ახლა, ეს გზა არ ჩანს.

ამის გარდა არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორებიც, მაგალითად ენა. ხალხი მეკითხება წავალ თუ არა „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამუშაოდ. ინგლისური მესმის, მაგრამ კარგად საუბარი არ შემიძლია. არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც სახვადასხვა ქვეყნის კლუბებში ისე მიდიან, რომ სასაუბრო ენა არ იციან, მაგრამ მე სხვანაირად ვმუშაობ. გამარჯვებაზე ბევრი ელემენტი მოქმედებს და ეს გლობალური კონტექსტია. მე ვიცი რა მჭირდება გამარჯვებისთვის.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ზიდანისთვის პრიორიტეტი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობაა, რის გამოც პსჟ-ს ამ ეტაპზე უარს ეუბნება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 50 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფრანგულ მედიაში ამბობენ, რომ პარიზულ კლუში მთავარ მწვრთნელად „ნიცას“ დამრიგებელი კრისტოფერ გალტიე დაინიშნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზიდანი? მასთან კონტაქტიც კი არ გვქონია“ - ალ-ხელაიფიმ ყველაფერი უარყო
„ზიდანი? მასთან კონტაქტიც კი არ გვქონია“ - ალ-ხელაიფიმ ყველაფერი უარყო