სინქრონული ცეკვა
Aa
Aa

მწვრთნელმა სპორტსმენი გადაარჩინა - ანიტა ალვარესმა აუზში გონება დაკარგა

ბუდაპეშტში მიმდნარე მსოფლიო ჩემპიონატზე აუზში სინქრონული ცეკვების მონაწილემ ანიტა ალვარესმა გამოსვლის დროს გონება დაკარგა.

ამერიკელი სპორტსმენი მისმა მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა გადაარჩინა, რომელიც აუზში მალევე ჩახტა და ჩაძირული ანიტა ფსკერიდან ამოიყვანა, მერე კი აუზშივე დელეგაციის წევრთან ერთად პირველადი დახმარება გაუწია.

„მის ფილტვებში წყალი იყო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგადაა. მას ფინალშიც ასპარეზობა სურდა. მადლობა მაშველებს, რომ ძალიან სწრაფად იმოქმედეს. როდესაც წყლიდან ამოვიყვანე ანიტას კრიჭა ჰქონდა შეკრული. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ახლა ორივე ვიცინით. ჩვენ ვნახეთ სად გადის სპორტსმენის შესაძლებლობების ზღვარი.“ - განაცხადა ანიტა ალვარესის მწვრთნელმა

უცხოური მედიის ინფორმაციით ალვარესი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. გულის წასვლის მიზეზად გადაღლილობა და მაღალი ტემპერატურა სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ალვარესმა გონება შარშან ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზეც დაკარგა.

ცხელი ამბები