Aa
Aa

"მაღაზიები დაიხურა და აღარ გაიხსნება" - Nike-მა რუსეთი დატოვა

ამერიკულმა სპორტულმა მეგაკომპანია NIKE-მა რუსული ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„კომპანია NIKE Inc-მა რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, Nike.com და Nike მობილური აპი აღარ იქნება ხელმისაწვდომი ამ რეგიონში. Nike-ის მაღაზიები ცოტა ხნის წინ დროებით დაიხურა და ის აღარ გაიხსნება“,

- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამავე დროს Nike-მა განაცხადა, რომ ეტაპობრივად დატოვებს რუსულ ბაზარს:

„ჩვენი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ ჩვენი თანამშრომლების სრული მხარდაჭერა, რადგან ჩვენ პასუხისმგებლობით შევამცირებთ ჩვენს ოპერაციებს უახლოეს თვეებში”,

- ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს Nike-მა რუსეთში ყველა მაღაზიის მუშაობა დროებით შეაჩერა.

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან ეტაპობრივად მოიკვეთა ან დროებით შეიზღუდა. ელიან, რომ რუსებს ფიფასა და უეფას წევრობის უფლებასაც შეუჩერებენ, თუმცა ჯერჯერობით საქმე აქამდე არ მისულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე იმყოფება საქართველოს ნაკრები
FIFA-ს რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე იმყოფება საქართველოს ნაკრები