გიორგი ქინქლაძე
Aa
Aa

„ქინქლაძესთან ახლოსაც ვერ მივედით" - ინგლისელი ფეხბურთელის ისტორია „ქინქიზე"

მარკ ჰოუნი ინგლისელი ფეხბურთელია და „კრისტალ პალასში“, „ლინკოლნ იუნაიტედში“ და სხვა ბრიტანულ კლუბებში უთამაშია. ჰოუნი Stacey west blog-ის პოდკასტში სტუმრად იყო მიწვეული და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი ქინქლაძეზე ისაუბრა.

„მახსოვს, სიტის ვეთამაშებოდით და პირველ შეხვედრაში ქალაქელები 4:1 გვყავდა დამარცხებული. ჩვენი გუნდი 4-4-2 ტაქტიკას იყენებდა და მე და ტერი ფლემინგი ცენტრალური ნახევარმცველების პოზიციაზე ვასპარეზობდით. მე და ტერი შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში ვიყავით. შეგვეძლო, გაუჩერებლად გვერბინა, შანსები შეგვექმნა, მეტოქეებთან გვებრძოლა და მათთვის პრობლემები შეგვექმნა.

მოკლედ, ამ ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ქინქლაძეს ვერც კი მივუახლოვდით. 20 წუთის შემდეგ, ტერის შევხედე და ვერაფერი ვუთხარი, რადგან ქინქლაძის გამო, სუნთქვა მიჭირდა. მე და ტერი მატჩებისას ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე და ერთმანეთს ვეკითხებოდით: „რა ხდება, საქმე როგორ მიდის?“ ის შეხვედრა გამონაკლისი იყო და ტერიც ჩემნაირ მდგომარეობაში გახლდათ. ის ჩემზე უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იყო და ბევრად სწრაფი გახლდათ, მაგრამ ქინქლაძესთან ახლოსაც ვერ მივედით. იმ მომენტზე დღემდე ვსაუბრობთ და ერთმანეთს ვეუბნებით, რომ ქინქლაძეს 20 წუთის განმავლობაში დავსდევდით და მასთან ახლოსაც ვერ მივედით“.

შეგახსენებთ, რომ ქინქლაძე „სიტის“ რიგებში 1995-დან 1998 წლამდე თამაშობდა. ქართველმა ფეხბურთელმა „ქალაქელთა“ მაისურით 60 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 6 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
26 წლის ასაკში ჯეილონ ფერგიუსონი გარდაცვლილი იპოვეს
26 წლის ასაკში ჯეილონ ფერგიუსონი გარდაცვლილი იპოვეს