მამაკაცებს ყურადღებას უფანტავს - შვედეთში გოგონებს ბიკინით ვარჯიში აუკრძალეს
Aa
Aa

მამაკაცებს ყურადღებას უფანტავს - შვედეთში გოგონებს ბიკინით ვარჯიში აუკრძალეს

შვედური გამოცემის, Aftonbladet-ის ინფორმაციით, ცურაობის ერთ-ერთმა ადგილობრივმა კლუბმა ქალ სპორტსმენებს ბიკინით ვარჯიში აუკრძალა. ამ გადაწყვეტილების მიღება იმით ახსნეს, რომ ბიკინით მოვარჯიშე ქალები მამაკაცებს გონებას უფანტავენ და კონცენტრაციის მოხდენაში ხელს უშლიან.

„ბევრ მიზეზზე ისაუბრეს. გვითხრეს, რომ არის შანსი, წყალში ჩახტომისას ბიკინის ზედა ნაწილი მოგვძრეს... საშინელებაა არა?! თითქოს არ შეიძლება, რომ საცურაო კოსტუმების გამოყენებისას იგივე მოხდეს...

ამაზრზენია, როცა სპორტსმენების მაგივრად ასეთ გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ და როგორც ჩანს, ეს იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მამაკაცებს კონცენტრირება უჭირთ. მითხრეს, რომ ბიკინით ვარჯიში არაპროფესიონალიზმის გამოხატულებაა, რადგან ასეთ შემთხვევაში, პირველ ადგილზე ჩემს გარეგნობას ვაყენებ და არა სპორტულ ასპექტებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოცურავემ.

შვედური პუბლიკა ამ გადაწყვეტილების კრიტიკით შეხვდა. მათი თქმით, საქმე სექსიზმთან გვაქვს და კლუბმა უკან უნდა დაიხიოს. სხვათა შორის, FINA-ს წესების მიხედვით, ტურნირებზე ბიკინით გამოსვლა აკრძალულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ვარჯიშებზე არც ვრცელდება. Aftonbladet-ის ცნობით, ამ ეტაპზე სხვა შვედური კლუბები იგივე ზომების მიღებას არ აპირებენ.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდაპეშტის გრანდ სლემი | საქართველოს ნაკრებს ორი ძიუდოისტი დაემატა
ბუდაპეშტის გრანდ სლემი | საქართველოს ნაკრებს ორი ძიუდოისტი დაემატა