მოყვარულთა ლიგა, ბასიანი
Aa
Aa

ბასიანმა უეფას რეგიონთა თასი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულმა, საფეხბურთო კლუბმა „ბასიანმა“ უეფას რეგიონთა თასზე პირველი შეხვედრა გამართა და ესტონური „ტალინა ზაპუსი“ დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ თავდაპირველად, ქართველი ფეხბურთელები მინიმალური სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა ძალების მობილიზება შეძლეს და მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

ანგარიში მე-20 წუთზე ესტონელებმა მარკ-რენე ვიალასის გოლით გახსნეს, 37-ე წუთზე კი ლადო ხიდეშელმა წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში, მატჩის 71-ე წუთზე გიორგი თევზაძემ „ბასიანი“ წინ გაიყვანა, თამაშის მიწურულს კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ირაკლი ლეფსაიამ ესტონელი ფეხბურთელების კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით, თეიმურაზ ლანჩავას გაწვრთნილმა გუნდმა 3 ქულა ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. რეგიონთა თასზე „ბასიანი“ მომდევნო შეხვედრას 27 ყაზახურ „კასკელენთან“ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდი რეგიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს ორი ჯგუფის საუკეთესო გუნდებს შორის გასამართი ფინალური შეხვედრა გამოავლენს, რომელიც 29 ივნისს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე იმყოფება საქართველოს ნაკრები
FIFA-ს რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე იმყოფება საქართველოს ნაკრები