ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

საფრანგეთის ნაკრები, პსჟ, ბენზემა, ჩემპიონთა ლიგა - ზიდანის ინტერვიუ

ზინედინ ზიდანმა L'Equipe-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის პსჟ-ს ვარიანტზე, ბენზემას სეზონზე და საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაზე.

ჩემპიონთა ლიგა

„ჩემპიონთა ლიგის მოგება არასოდეს არის იღბალზე დამოკიდებული. განსაკუთრებით 3 ჯერ ზედიზედ. ეს მძიმე სამუშაოა.

გიჟივით ვმუშაობდი. მაშინაც კი, როცა სახლში ვიყავი, ჩემი ტვინი სტადიონზე რჩებოდა და მეორე დღეს ჩასატარებელ ვარჯიშზე ფიქრობდა.

ბენზემას საოცარი სეზონი

„ბენზემას სეზონი? ეს არ მიკვირს. ვიცოდი, რომ მას ამის უნარი შესწევდა.

მე არ ვარ ერთადერთი, ვინც მის ოქროს ბურთს პროგნოზირებს, ამას მთელი მსოფლიო ამბობს. ეს დამსახურებულია“.

საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნა

„მსურს გავაგრძელო მწვრთნელობა. რა თქმა უნდა, მსურს საფრანგეთის ნაკრების ჩაბარება. იმედი მაქვს, ერთ დღეს ნაკრების მწვრთნელი ვიქნები. როდის? ჩემზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ საფრანგეთის ნაკრებთან სრული ციკლით მინდა ვიმუშაო. ვთამაშობდი საფრანგეთის ნაკრებში და ეს არის საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე შემემთხვა!

ეს უნდა მოხდეს. არ ვიცი, ამჟამად თუ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. როცა ვამბობ, რომ საფრანგეთის ნაკრების ჩაბარება მინდა, ამას ვგულისხმობ. ახლა არის გუნდი, რომელსაც თავისი მიზნები აქვს. მაგრამ თუ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება, მაშინ მზად ვიქნები.

და შემდეგ - რატომ არ ვიყო პროექტში, სადაც მე თვითონ ვიქნები ლიდერი? მაგალითად, გავხდე კლუბის პრეზიდენტი ან მენეჯერი“.

პსჟ-ს შესახებ

„არასოდეს თქვათ არასოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მწვრთნელი ხარ. როცა ფეხბურთელი ვიყავი, ძალიან დიდი არჩევანი მქონდა, შემეძლო 50 კლუბში მეთამაშა. მწვრთნელებს კი ასეთი არჩევანი არ აქვთ. არსებობს მხოლოდ 2-3 რეალური ვარიანტი. როდესაც რომელიმე კლუბში წავალ სამუშაოდ, მიზანი რა თქმა უნდა გამარჯვება იქნება. ახლა, ეს გზა არ ჩანს“. - განაცხადა ზიდანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მ ნეიმარი ბარსელონას შესთავაზა, ფასი მისაღებია - ბრაზილიელი უარზეა
პსჟ-მ ნეიმარი ბარსელონას შესთავაზა, ფასი მისაღებია - ბრაზილიელი უარზეა