„ამბიციური კლუბი, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის
Aa
Aa

„ამბიციური კლუბი, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის" - ნიუკასლმა პოუპი გაიფორმა

ინგლისელი მეკარე, ნიკ პოუპი „ნიუკასლში“ გადავიდა. რამდენიმე წუთის წინ, „კაჭკაჭებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და პოუპთან 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გვაუწყეს. Sky Sports-ის ინფორმაციით, „ნიუკასლს“ პოუპის ტრანსფერი დაახლოებით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

„მოუთმენლად ველი, გუნდთან ერთად ვარჯიშს როდის დავიწყებ. მოლაპარაკებები კვირების განმავლობაში მიდიოდა და მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, აქ გადმოვედი. ნიუკასლი ამბიციური კლუბია და ბოლო პერიოდში სწორი მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადადგა. მინდა, წარმატების ნაწილი ვიყო და გუნდს მომდევნო ეტაპზე ასვლაში დავეხმარო“, - განაცხადა პოუპმა „კაჭკაჭების“ ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

„ნიკი შესანიშნავი გოლკიპერია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მოხარული ვარ, რომ ასეთი დონის ფეხბურთელს ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიმატებთ. მისით ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული და ჩვენი კლუბის ხელმძღვანელების მადლიერი ვარ, მიზანს რომ მიაღწიეს და კონკურენტებს აჯობეს“,- დასძინა „ნიუკასლის“ თავკაცმა, ედი ჰაუმ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, პოუპი „ბარნლის“ კარს იცავდა და ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 47 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის ქომაგებს შეუყვარდებათ
„ნაპოლის ქომაგებს შეუყვარდებათ" - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე