ტოდორ ნედელევი
Aa
Aa

ნედელევი: მადლობა შოთა ინგოროყვას, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა

თბილისში დაშავებულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ტოდორ ნედელევმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, წერილი გამოაქვეყნა, სადაც მის მდგომარეობაზე ისაუბრა და ყველას ვინც დახმარება გაუწია მადლობა გადაუხადა.

„ერთ წამს მთელი შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია! ოცნებები და მომავლის გეგმები მყისიერად ქრება, იქ ბნელ გვირაბში... ახლა ჩემს თავს არ ვეკითხები რატომ, ბრალს არავისში არ ვეძებ. უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ!

არ არსებობს სიტყვები, რომლითაც შემიძლია მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა, პროფესორ შოთა ინგოროყვას და მის გუნდს. დიდი მადლობა ექიმ ბისერ ბოჩევს დროული ჩარევისთვის და მუდმივი ზრუნვისთვის ოპერაციის დროს და მის შემდეგ. მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალს, რომ ჩემგან განუყოფელი იყო და შთამაგონა ამ განსაცდელის გადატანა. ჩემს ოჯახს, რომელიც მუდმივად ჩემს ფიქრებში იყო, სიყვარულისა და თანადგომის გამო.

ყველა ჩემს ნათესავს და მეგობარს, რომლებმაც გამბედაობა მომცეს. მადლობა მინდა გადავუხადო ბულგარეთის საფეხბურთო კავშირს, ბულგარეთის საელჩოს საქართველოში, კონსულ რალიცა დიმიტროვას, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ ბოლომდე ჩემთან ერთად იყვნენ იქ ყოფნის მანძილზე. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მადლობა ყველა ცნობილ და უცნობ ადამიანს, ვინც თქვენი დადებითი ენერგია გამომიგზავნა. დარწმუნებული ვარ, მალე მოედანზე უფრო ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ოდესმე!“

- წერს ნედელევი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე იმყოფება საქართველოს ნაკრები
FIFA-ს რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე იმყოფება საქართველოს ნაკრები