პაულო დიბალა, ასენსიო
Aa
Aa

Tuttosport: რეალი დიბალას ტრანსფერზე იმუშავებს, თუ ასენსიო კლუბს დატოვებს

Tuttosport-ის ცნობით, მადრიდის ''რეალი'' პაულო დიბალას დამატებით დაინტერესებულია. ''ბლანკოსი'' ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს, თუ ასენსიო ''სანტიაგო ბერნაბეუს'' დატოვებს. კარლო ანჩელოტი ასენსიოს ალტერნატივად არგენტინელს ხედავს, რომელმაც ტურინის ''იუვენტუსი'' დატოვა და თავისუფალი აგენტია.

26 წლის ასენსიოს ''რეალთან'' კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ესპანელი ნახევარმცველის დამატებით ''ლივერპულია'' დაინტერესებული, ხოლო დიბალას მილანის ''ინტერი'' უმიზნებს.

ესპანური Sport-ის ცნობით, ასენსიო ფიქრობს, რომ ''მილანში'' გადასვლის შემთხვევაში უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება. ასე რომ, მისთვის პრიორიტეტი იტალიური კლუბია.

2021-22 წლების სეზონში ასენსიომ ლა ლიგაში 31 მატჩში 10 გოლი შეაგდო, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 12 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა.

28 წლის პაულო დიბალას ევროპაში მხოლოდ სერია ა-ში უთამაშია. 2015 წელს ''პალერმოდან'' ტურინულ გუნდში გადავიდა, სერია ა ხუთჯერ მოიგო, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა (2016-17). სამხრეთამერიკელმა იტალიური გუნდი დატოვა და მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"რონალდუ ნერვიული აშლილობის ზღვარზეა" - კრიშტიანუ წასვლაზე ფიქრობს