ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

მუნდიალის მატჩების ტრანსლირების საქმე - ხელაიფი ისევ გაამართლეს

პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლების გაყიდვის საქმეზე კვლავ გაამართლეს.

ხელაიფი ფიფას ყოფილი გენერალური მდივნის ჯერომ ვალკის დანაშაულის ჩადენაში წაქეზებაში დაადანაშაულეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელაიფიმ „არასათანადო უპირატესობები“ მისცა ვალკს, რომელსაც ბრალი ედება ქრთამის მიღებაში მსოფლიო ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლების გაყიდვის საქმეში.

2020 წლის ოქტომბერში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალ-ხელაიფი, რომელიც ამ საქმეშია ჩართული, როგორც ტელეკომპანია beIN Media-ს ხელმძღვანელი, გაამართლეს, ვალკმა კი 120-დღიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო.

2022 წლის მარტში შვეიცარიის პროკურატურამ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება.

თუმცა ამჯერად ალ-ხელაიფი გაამართლეს. ვალკი კი ამჯერადაც ვერ გადარჩა. ამ შემთხვევაში მას 11 თვით პირობითი სასჯელი და ჯარიმა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ ხელაიფი „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ, გასახდელში მომხდარი ინციდენტის შემდეგაც გაამართლეს. იმ შემთხვევაშიც ორი ბრალდებული იყო - იმჟამინდელი სპორტული დირექტორი ლეონარდო და თავად ხელაიფი, თუმცა საბოლოოდ, უეფამ ლეონარდო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. პარიზელთა პრეზიდენტის მიმართ სანქციები არ დაწესებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიბალა და ხვიჩა ერთ გუნდში? კანავაროს რჩევა ნაპოლის
დიბალა და ხვიჩა ერთ გუნდში? კანავაროს რჩევა ნაპოლის