ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

სლოვანი ძლიერდება - ბათუმის დინამოს მეტოქემ ორი ფეხბურთელი დაიმატა

ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამოს'' მეტოქე, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ბრატისლავას ''სლოვანი'' ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. მათ შორისაა იურაი კუცკა, რომელიც ქომაგს სერია ა-დან უნდა ახსოვდეს.

22 წლის სიმენ ვოეტი ამპლუით ცენტრალური მცველია, გურამ კაშიას კონკურენტად მოიაზრება. ვოეტი ''ბრიუგეს'' აღზრდილია. მას ბელგიის უმაღლესი ლიგის ''მეხელენსა'' და ნიდერლანდური ერედივიზიეს ''ცვოლეში'' უთამაშია. გასულ სეზონში ერედივიზიეში 17 მატჩი ჩაატარა.

ვოეტის გარდა ''სლოვანმა'' 35 წლის სლოვაკი იურაი კუცკა დაიმატა. მას სერია ა-ში ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს, ''ჯენოაში'' (2011-15), ''მილანსა'' (2015-17) და ''პარმაში'' (2019-21) თამაშობდა, გასული სეზონი კი ინგლისის პრემიერ ლიგის ''უოტფორდში'' გაატარა. მას საყრდენისა და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციებზე უთამაშია.

შეგახსენებთ, ''სლოვანის'' ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი კაპიტანი გურამ კაშია და ეროვნული გუნდის ექს-კაპიტანი ჯაბა კანკავა იცავენ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' პირველ მატჩს ბრატისლავას ''სლოვანთან'' სტუმრად გამართავს (6 ივლისი). გია გეგუჩაძის გუნდი საშინაო მატჩს 13 ივლისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი კვარაზე და ნაპოლიზე: მეჩვენება, რომ მას შეუძლია, მე მჯერა მისი
სიომინი კვარაზე და ნაპოლიზე: მეჩვენება, რომ მას შეუძლია, მე მჯერა მისი