ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა იტალიური გრანდების წინააღმდეგ - სერია ა-ს კალენდარი ცნობილია

სერია ა-ს 2022-23 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. ''ნაპოლი'' სეზონის პირველ მატჩს სტუმრად ''ვერონასთან'' გამართავს. საწყისი 10 ტურიდან აღსანიშნავია მე-7 ტურის მატჩი, 18 სექტემბერს ''მილანი'' ''ნაპოლის'' უმასპინძლებს.

პირველი ტური: ვერონა - ნაპოლი (14 აგვისტო)

მეორე ტური: ნაპოლი - მონცა (21 აგვისტო)

მესამე ტური: ფიორენტინა - ნაპოლი (28 აგვისტო)

მეოთხე ტური: ნაპოლი - ლეჩე (31 აგვისტო)

მეხუთე ტური: ლაციო - ნაპოლი (4 სექტემბერი)

მეექვსე ტური: ნაპოლი - სპეცია (11 სექტემბერი)

მეშვიდე ტური: მილანი - ნაპოლი (18 სექტემბერი)

მერვე ტური: ნაპოლი - ტორინო (2 ოქტომბერი)

მეცხრე ტური: კრემონეზე - ნაპოლი (9 ოქტომბერი)

მეათე ტური: ნაპოლი - ბოლონია (16 ოქტომბერი)

ასევე აღსანიშნავია, რომ მე-16 ტურში ''ნაპოლი'' სტუმრად ''ინტერს'' დაუპირისპირდება (4 იანვარი), მე-18 ტურში ''ნაპოლი'' ''იუვენტუსს'' უმასპინძლებს (15 იანვარი).

სეზონის დაწყებამდე, იტალიური მედიის ცნობით, ''ნაპოლიში'' ხვიჩა კვარაცხელიას არაოფიციალური დებიუტი 14 ივლისს, სამოყვარულო კლუბ ''ანაუნიასთან'' ტრენტინოში შედგება. ინფორმაციას Calcionapoli24 ავრცელებს.

''ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშის, მისი გოლებისა და საგოლე გადაცემების გამო ბათუმის ''დინამოს'' მისი შენარჩუნება ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სურდა, თუმცა ფეხბურთელი პირველი ივლისიდან ''ნაპოლისთან'' ერთად იქნება. მისი დებიუტი 14 ივლისს, სამოყვარულო კლუბ ''ანაუნიასთან'' შედგება''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი კვარაზე და ნაპოლიზე: მეჩვენება, რომ მას შეუძლია, მე მჯერა მისი
სიომინი კვარაზე და ნაპოლიზე: მეჩვენება, რომ მას შეუძლია, მე მჯერა მისი