ბოლო წამებზე მოგებული ოქროს მედალი - გიორგი მიშველიძე ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

ბოლო წამებზე მოგებული ოქროს მედალი - გიორგი მიშველიძე ევროპის ჩემპიონია

ხორვატიის ქალაქ პორეცში კადეტ ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საბა სამადაშვილის შემდეგ, ფინალში გიორგი მიშველიძემ იასპარეზა და სერბ მეტოქეს, მიჰაილო სიმინს დაუპირისპირდა. ქართველი ძიუდოისტი ფავორიტი იყო და ბოლო წამებზე აღებული ვაზარით იმარჯვა.

ცნობისთვის, ფინალამდე მიშველიძემ უკრაინელი ოლექსა ტოხტამუში, გერმანიის სახელით მოასპარეზე არტურ აკოფიანი, ნიდერლანდელი ჯოშუა დე ლანგე და აზერბაიჯანელი ალი ჰაჯიზადა დაამარცხა. დღეს, იგი მეორე ქართველი გახდა, ვინც ოქროს მედალი აიღო და საბას მიღწევა გაიმეორა.

გეტყვით იმასაც, რომ 25 ივნისს, ვაჟების -81, -90, +90 და გოგონების -70, +70 კილოგრამ წონით კატეგორიებს ვიხილავთ, 26 ივნისს კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება. ხვალ ტატამიზე მათე ჩაფურიშვილი, ნოდარ ალაფიშვილი, თამაზ ბიგანაშვილი და ლიზი ქვარცხავა გავლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები