20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები - უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები - უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

იტალიაში 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიები ა ჯგუფის თამაშებით დაიწყო, ხვალ კი საქმეში ბ ჯგუფის გუნდები ჩაერთვებიან, მათ შორის უმცროსი ბორჯღალოსნები. 25 ივნისს 19 საათზე შოტლანდია უელსს დაუპირისპირდება, 22 საათზე კი საქართველო მასპინძელ იტალიას შეხვდება.

უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ სამატჩო რაზმი დაასახელა. განაცხადში 26 მორაგბეა. შერკინების პირველი ხაზი საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. თამაშს იწყებენ სერგი აბრამიშვილი, ნიკა სუთიძე დაალექსანდრე ქუნთელია. მარქაფიდან პირველ ხაზში შევლენ გიორგი მაისურაძე, გიორგი მამაიაშვილი და ბადრი ციხისთავი.

მეორე ხაზში გუნდის კაპიტან ალექსანდრე ბურდულს პაატა გალდავა შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ლაშა ციხისთავი, ბექა გელხვიძე და ბექა შვანგირაძე იწყებენ. შერკინების მარქაფაში არიან გიორგი კერვალიშვილი, რატი ზაზაძე და გიგი ქურხული.

9 ნომრად თამაშს დავით ხუროშვილი იწყებს, რომელსაც მგეზავი პეტრე ხუციშვილი შეუწყვილდება. ცენტრში გიორგი ჩიქოვანი და თორნიკე კახოიძე დადგებიან, ფრთებზე თამაშს გაგა ქევხიშვილი და შალვა აფციაური იწყებენ, ფულბეკი კი გიორგი ნავროზაშვილი იქნება.

ხაზის მარქაფაში არიან კოტე იაშვილი, მატის მოდებაძე, საბა ლიპარტელიანი, იოანე მეტრეველი და ლუკა სახელაშვილი.

მატის მოდებაძე ბორჯღალოსნების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გურამ ბურძგლა მოდებაძის შვილიშვილი და ვეტერანი ბორჯღალოსნის, შოთა მოდებაძის შვილია, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. 18 წლის მატისი ბაბუის და მამის კვალს გაყვა და ‘მონპელიეს’ ესპუართა გუნდში თამაშობს. ის ბორჯღალოსნების კვართს პირველად მოირგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბედნიერი წუთები ერთად უნდა შევქმნათ“ - ბორჯღალოსნები იტალიასთან მატჩისთვის ემზადებიან
„ბედნიერი წუთები ერთად უნდა შევქმნათ“ - ბორჯღალოსნები იტალიასთან მატჩისთვის ემზადებიან