შეთანხმება მიღწეულია - პარი სენ-ჟერმენს გალტიე ჩაიბარებს
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - პარი სენ-ჟერმენს გალტიე ჩაიბარებს

„პარი სენ-ჟერმენს“ კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და ამაზე ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა დაწერეს, როგორებიც Goal.com, Le Parisien, Telefoot და Foot Mercato არიან.

როგორც ირკვევა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პარიზულ გრანდსა და „ნიცას“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მხარეები გარკვეულ დეტალებზე საუბრობდნენ და რამდენიმე წუთის წინ, შეთანხმებას მიაღწიეს. პსჟ მაურისიო პოჩეტინოს გაუშვებს და მის ადგილს გალტიეს დაუთმობს.

Goal.com-ის ცნობით, კლუბებმა „მყარ“ და „გადამწყვეტ“ შეთანხმებას მიაღწიეს და პატარ-პატარა საკითხებიღაა მოსაგვარებელი. Le Parisien-ის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენი“ „ნიცას“ კომპენსაციის სახით, 10 მილიონ ევროზე ნაკლებს გადაუხდის და გარიგებას უახლოეს პერიოდში გააოფიციალურებს.

„პარი სენ-ჟერმენსა“ და გალტიეს რაც შეეხებათ, მათ შორის პირადი კონტრაქტი დადებულია. იგი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელშეკრულებაში ჩადებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მისი ერთი წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი. გალტიეს დანიშვნის შესახებ მას შემდეგ გამოცხადდება, რაც პოჩეტინოსთან შეთანხმების მიღწევა მოხდება. პრობლემა ისაა, რომ არგენტინელ სპეციალისტს კომპენსაციის სახით, 15 მილიონი ევროს მიღება სურს, რაზეც პარიზელები უარს ამბობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტის გუნდის მნიშვნელოვანი იარაღი იქნება“ – Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე
„სპალეტის გუნდის მნიშვნელოვანი იარაღი იქნება“ – Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე