გელა აფრასიძის წარმატება - ქართველი მორაგბის მონპელიე ტოპ 14-ის ჩემპიონია
Aa
Aa

გელა აფრასიძის წარმატება - ქართველი მორაგბის მონპელიე ტოპ 14-ის ჩემპიონია

ქართველი მორაგბე, გელა აფრასიძე საფრანგეთის ტოპ 14-ს ჩემპიონი გახდა. ფინალურ შეხვედრაში 24 წლის მოთამაშის „მონპელიე“ „კასტრს“ დაუპირისპირდა და მცირე აუტსაიდერი გახლდათ, მაგრამ შესანიშნავად იასპარეზა და 29:10 იმარჯვა.

„მონპელიემ“ მატჩი კარგად დაიწყე და მე-5 წუთზე ვინსენტის ლელოთი დაწინაურდა. 5 წუთში მერსერის ლელოთი მისი უპირატესობა გაიზარდა, რასაც რამდენიმე წამის შემდეგ, მორიგი ლელო მოჰყვა. 21-ე და 39-ე წუთებზე, „მონპელიემ“ საჯარიმო დარტყმები გამოიყენა და პირველი ტაიმი 23:3 მოიგო.

მეორე ნახევარი ბევრად დაძაბული გამოდგა და გუნდებმა ჯამში მხოლოდ 13 ქულის აღება მოახერხეს. „მონპელიემ“ ორი საჯარიმო გამოიყენა, ხოლო „კასტრმა“ გარდასახული ლელო მიითვალა და თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხა. გელა აფრასიძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო, ლევან ჩილაჩავა კი, რომელიც „კასტრში“ ასპარეზობს, მოედანზე ასევე მეორე ნახევარში გამოჩნდა და ბოლო 28 წუთი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები