შთამბეჭდავი ქართული დერბი - დინამომ ტორპედო 5:1 გაანადგურა
Aa
Aa

შთამბეჭდავი ქართული დერბი - დინამომ ტორპედო 5:1 გაანადგურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ქართული დერბი თბილისის ''დინამომ'' დიდი ანგარიშით მოიგო, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ქუთაისის ''ტორპედო'' 5:1 გაანადგურა.

თბილისური კლუბის მხრიდან სტანისლავ ბილენკიმ დუბლი შეასრულა, მე-4 და 46-ე წუთებზე ნიკა მალის საგოლე გადაცემები გამოიყენა. 57-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ ლამაზი დარტყმით ანგარიში სამამდე გაზარდა. 65-ე წუთზე ლევან ოსიყმაშვილის საგოლე პასს უსმანე კამარას გოლი მოჰყვა. 77-ე წუთზე გიორგი ჩხეტიანის პასის შემდეგ დავით სხირტლაძემ ანგარიში ხუთამდე გაზარდა.

89-ე წუთზე ლევან მჭედლიძემ ანგარიში შეამცირა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 5:1.

19 ტურში თბილისის ''დინამომ'' 38 ქულა დააგროვა და ლიდერ ბათუმის ''დინამოს'' 6 ქულით ჩამორჩება. მე-20 ტურში ბათუმის ''დინამო'' თბილისის ''დინამოს'' უმასპინძლებს. 

რაც შეეხება ქუთაისის ''ტორპედოს'', 19 ტურში მოპოვებული 21 ქულით მე-7 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს. მე-20 ტურში, 29 ივნისს, კახა ჩხეტიანის გუნდი გორის ''დილას'' მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯოვინოს დუბლი ბათუმში - მოქმედი ჩემპიონის მე-13 გამარჯვება
ჯოვინოს დუბლი ბათუმში - მოქმედი ჩემპიონის მე-13 გამარჯვება