მარცხი უნგრეთთან - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფშია
Aa
Aa

მარცხი უნგრეთთან - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფშია

წყალბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 14:18 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, თავი ვაპენსკიმ გამოიჩინა. პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 3:1-ს იგებდა, თუმცა შემდეგ უნგრელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს. საბოლოოდ, უნგრეთის ნაკრებმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ქართველი წყალბურთელები ფლეი-ოფში გავიდნენ, სადაც ხორვატიას შეხვდებიან. ხორვატული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში ითამაშებს.

A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 1 გამარჯვება მოიპოვა, ორ შეხვედრაში დამარცხდა, მესამე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ბრაზილიას აჯობა. მოგეხსენებათ, პირველ ტურში საქართველომ ბრაზილია 14:10 დაამარცხა, თუმცა შემდეგ მონტენეგროსთან მატჩი 9:10 დათმო, რასაც უნგრეთის ნაკრებთან მარცხი მოჰყვა.

ფოტო: საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე - ბრაზილია დამარცხებულია
ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე - ბრაზილია დამარცხებულია