ეკო გორგოძე
Aa
Aa

უიმლბდონი - ეკო გორგოძის პირველი მეტოქე ცნობილია

ცნობილია, რომ ეკო გორგოძე კარიერაში პირველად უიმბლდონის ძირითად ბადეში იასპარეზებს. ეს ყველაფერი მისმა სარეიტინგო ქულამ გამოიწვია და პირველ 128 ჩოგბურთელს შორის მოხვდა.

უიმბლდონი სტარტს 27 ივნისს აიღებს. ცნობილია ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე. გორგოძე პირველ წრეში WTA-ს რეიტინგის 43-ე ნომერს ირინა ბეგუს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს მადრიდის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც ბელგიელმა 2 სეტში 6:2 6:4 მოიგო.

ასევე ცნობილია წყვილთა თანრიგის მეტოქეები. ეკო ირინა მარია ბარასთან ერთად გამოვა და პირველ წრეში ანჰელინა კალინინა/ირინა ბეგუს დუეტს დაუპირისპირდება.

ასევე გეტყვით, რომ უიმბლდონზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ATP რეიტინგის 278-ე ნომერს ლუკას როსოლს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ეკო გორგოძის დაპირისპირება 27 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება, ხოლო ნიკოლოზის მატჩი ამავე დღეს 14:00-დან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ეს გაუმართლებელია'' - სვიტოლინამ US OPEN-ის ორგანიზატორები გააკრიტიკა
''ეს გაუმართლებელია'' - სვიტოლინამ US OPEN-ის ორგანიზატორები გააკრიტიკა