ირაკლი ზირაქაშვილი
Aa
Aa

ზირაქაშვილის ტრიუმფი - ბარბოსა დიდი უპირატესობით დაამარცხა

King Of The Table 4-ზე, რომელსაც დუბაი მასპინძლობს, ქართველმა მკლავჭიდელმა ირაკლი ზირაქაშვილმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მან მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მკლავჭიდელი მარსიო ბარბოსა დამაჯერებლად დაამარცხა. ზირაქაშვილმა სამხრეთამერიკელს ოთხივე რაუნდიი მოუგო. აღსანიშნავია, რომ ოთხივე რაუნდში ზირაქაშვილის უპირატესობა ძალიან აშკარა იყო.

შეგახსენებთ, King Of The Table 4-ზე კანადელი დევონ ლარატის წარმატებული სერია შეწყდა, ზედიზედ 10 მოგებული შეხვედრის შემდეგ ქართველ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილთან დამარცხდა. ქართველმა სპორტსმენმა ბრწყინვალედ იასპარეზა და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია. ასე რომ, King Of The Table 4-ზე ქართველების ტრიუმფი შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სრული დომინაცია მსოფლიოში - საგინაშვილმა ლარატი უშანსოდ დაამარცხა
სრული დომინაცია მსოფლიოში - საგინაშვილმა ლარატი უშანსოდ დაამარცხა