ტიაგო:
Aa
Aa

ტიაგო: "ჰენდერსონი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთან ერთადაც მითამაშია"

ტიაგო ალკანტარას კარიერის განმავლობაში დიდებული ფეხბურთელების გვერდით უთამაშია. დღეს კი „ლივერპულისთვის“ ირჯება.

ესპანელი ნახევარმცველი თვლის, რომ ჯორდან ჰენდერსონი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთან ერთადაც კი ოდესმე უთამაშია. ტიაგოს თქმით, მერსისაიდელთა კაპიტანი ყველა მატჩზე უდიდეს გავლენას ახდენს. ალკანტარა კი ინგლისური ფეხბურთის ინტენსივობის გაზრდას მიესალმება.

ტიაგო „ლივერპულს“ 2020 წელს შეუერთდა და ჯორდან ჰენდერსონთან ერთად ბრწყინვალე დუეტი შექმნა. მათ გარეშე, დღევანდელი „ლივერპული“ წარმოუდგენელიც კია.

რაც შეეხება ჰენდერსონს, ის „ენ ფილდზე“ 2011 წელს ჩავიდა და საკმაოდ ცუდი სტარტი ჰქონდა. ამჟამინდელ კაპიტანს ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა იურგენ კლოპის დანიშვნის შემდეგ მისი აღორძინების ხანა დაიწყო.

არსებობს დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჰენდერსონის იბუილეს მიეძღვნა. აღნიშნული ფილმში კი ტიაგო ალკანტარამ კაპიტნის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ჰენდერსონს ყველა მატჩზე დიდი გავლენა აქვს. ის ინტენსივობას ზრდის და თანაგუნდელებს ძალიან ეხმარება. ის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვისთანაც ერთადაც ოდესმე მითამაშია.“

საინტერესო ის გახლავთ, რომ ტიაგო ალკანტარამ კარიერის განმავლობაში ისეთი ფეხბურთელების გვერდით ითამაშა, როგორებიც ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ბასტიან შვაინშტაიგერი და ტონი კროოსი არიან. ესპანელმა ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონი ამ ფეხბურთელების გვერდით დააყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოჰამედ სალაჰის ქველმოქმედება - როგორ შეცვალა მშობლიური სოფელი
მოჰამედ სალაჰის ქველმოქმედება - როგორ შეცვალა მშობლიური სოფელი