რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

მისი ნდობა აღარ შეიძლება, უმჯობესია წავიდეს - ლევანდოვსკიმ გუნდის ნდობა დაკარგა

მიუნხენის „ბაიერნი“ მალე წინასასეზონო მზადებას დაიწყებს. იქნება, თუ არა ეს რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად? ეს სავარაუდოდ მალე გაირკვევა, თუმცა რაც ამჟამად არის ნათელია გახლავთ ის, რომ კლუბის სხვა ფეხბურთელებმა პოლონელის მიმართ ნდობა დაკარგეს.

გერმანული Abendzeitung München-ის ცნობით, „ბაიერნის“ ფეხბურთელები ბოლო განცხადებების შემდეგ ლევანდოვსკის აღარ ენდობიან.

როგორც წყარო წერს, რობერტის საჯარო განცხადებების შემდეგ გუნდში ჩნდება ეჭვი, რომ მისი ნდობა აღარ შეიძლება. „ბაიერნში“ ფეხბურთელებს არ სჯერათ, რომ ლევანდოვსკის დარჩენის შემთხვევაში გუნდური სულის აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამიტომ მისი წასვლა პრობლემის გონივრულ გადაწყვეტად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენური კლუბი პოლონელის შემცვლელ ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს კიდეც. მაგრამ შესაძლებელია, „რეკორდმაისტერი“ გადავიდეს სისტემაზე, რომლითაც გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე ითამაშებენ - ეგრეთწოდებული „ცრუ ცხრიანით“, რომლის როლსაც ახალწვეული სადიო მანე მოირგებს.

ბოლო ინფორმაციით, „ბაიერნი“ მზადაა ლევანდოვსკის 50 მილიონ ევროდ შეელიოს. „ბარსელონამ“ მიუნხენელებს ჯერჯერობით მხოლოდ 40 მილიონი შესთავაზა. მოსალოდნელია, რომ მალე მხარეები შეთანხმებამდე მივლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილი მამების ნიჭიერი შვილები - ვინ შეიძლება ითამაშოს დიდი ფეხბურთი?
ცნობილი მამების ნიჭიერი შვილები - ვინ შეიძლება ითამაშოს დიდი ფეხბურთი?