კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

აგენტი მისთვის ახალ გუნდს ეძებს, იუნაიტედი გაყიდვას არ აპირებს - რა ხდება რეალურად?

ცნობილი იტალიური გამოცემა Football Italia La Gazzetta dello Sport -ზე დაყრდნობით წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში მისი კლიენტისთვის ახალ კლუბს ეძებს.

როგორც მოგეხსენებათ, რონალდუს ირგვლივ ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. გადაჭრით ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება, თუმცა სხვადასხვა სანდო გამოცემები თითქმის ყოველ დღე ახალ ინფორმაციებს ავრცელებენ.

წყაროს ცნობით, მენდეშმა კრიშტიანუ „რომას“ შესთავაზა. მენდეში რომაელთა მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ინტერესებსაც წარმოადგენს და ეს რონალდუს შესაძლო ტრანსფერს უწყობს ხელს.

კრიშტიანუს სახელი აქამდე „ჩელსის“ და „ბაიერნსაც“ დაუკავშირეს, თუმცა ინფორმაცია საბოლოოდ არ დადასტურდა, ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე არ მისულა. „რომას“ შესახებაც ბევრჯერ დაიწერა, თუმცა აქამდე არსებული ყველა ცნობა ნაკლებად სანდო იყო.

ფაბრიციო რომანო წერს, რომ „მანჩესტერი“ რონალდუს გაყიდვას არ აპირებს და მას ხელშეუხებლად თვლიან. ერიკ ტენ ჰაგი მას საჭირო მოთამაშედ თვლის და კლუბიც პორტუგალიელის შესაძლო გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში რონალდუს შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდება. სავარაუდოდ, ზაფხულის დიდი ნაწილი ასე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარდაცვლილი ბიძა, მძიმე ბავშვობა, გვამები  და ნაიარევი - ტევესის რთული ცხოვრება
გარდაცვლილი ბიძა, მძიმე ბავშვობა, გვამები და ნაიარევი - ტევესის რთული ცხოვრება