ჩელსი ახალ შეთავაზებას ამზადებს და სტერლინგისთვის ბრძოლას აგრძელებს
Aa
Aa

ჩელსი ახალ შეთავაზებას ამზადებს და სტერლინგისთვის ბრძოლას აგრძელებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლონდონის ''ჩელსი'' რაჰიმ სტერლინგთან დაკავშირებით ახალ წინადადებას ამზადებს, რომლითაც ''მან. სიტის'' მიმართავს. ტუხელს ინგლისელთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს, ''არისტოკრატებმა'' ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები განიხილეს.

აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობს ტოდ ბოელი, რომელიც „არისტოკრატთა“ ერთ-ერთი ახალი ხელმძღვანელია. თავდაპირველად მოლაპარაკებაში მარინა გრანოვსკაია მონაწილეობდა, თუმცა შემდეგ კლუბის დირექტორმა პოსტი დატოვა და ის ტოდ ბოელმა შეცვალა. სწორედ ბოელის მონაწილეობით სტერლინგთან დაკავშირებით ახალი შეთავაზება მზადდება.

გასულ სეზონში რაჰიმმა პრემიერ ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. ''ჩელსის'' მფლობელი გუნდში დიდ ინვესტიციებს აანონსებს. ამერიკული კონსორციუმი, რომელსაც ტოდ ბოელი ხელმძღვანელობს. გუნდში სიახლეებს აანონსებენ.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ „ჩელსის“ ახალი მფლობელები. ჩვენ ყველაფერს 100%-ით შევისწავლით და კლუბის მართვას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდებით - ყოველი მატჩის ყოველ წუთს. ჩვენი, როგორც მფლობელების ხედვა ნათელია: გვინდა, რომ კლუბით ყველა გულშემატკივარმა იამაყოს“.

- ამბობს ბოელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სორიანო: ლიგის მოგებით შეპყრობილები არ ვართ, რეალს ცოტა გაუმართლა
სორიანო: ლიგის მოგებით შეპყრობილები არ ვართ, რეალს ცოტა გაუმართლა