ნოვაკ ჯოკოვიჩი, უიმბლდონი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: აცრას გამოვრიცხავ, აშშ-ში არ შეშვების ალბათობა უიმბლდონზე მოტივაციას მმატებს

27 ივნისს სეზონის მესამე დიდი სლემის ტურნირი უიმბლდონი აიღებს სტარტს. ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფრანგულ L’Équipe-თან ისაუბრა.

„ნოლემ“ აღნიშნა, რომ ვაქცინის არგაკეთების გამო ამერიკის ღია პირველობის შესაძლო გამოტოვება მისთვის უიმბლდონზე დამატებითი მოტივაცია იქნება. ასევე, სერბმა სარეიტინგო ქულების გაუქმებაზეც გააკეთა კომენტარი. როგორც მოგეხსენებათ, რუსი ჩოგბურთელების ტურნირიდან მოკვეთის გამო ATP-იმ უიმბლდონს სარეიტინგო ქულები გაუნულა.

„მართალი გითხრათ, ეს ალბათ ჩემზე მეტად სხვა მოთამაშეებზე იმოქმედებს. არ მინდა ვთქვა, რომ ქულები არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ისე, როგორც ბოლო დრომდე იყო. ამჟამად რეიტინგში ლიდერობისთვის არც ისე დიდი მისწრაფება მაქვს, რადგან კვირების განმავლობაში პირველ ნომრად ყოფნის რეკორდი უკვე დამყარებული მაქვს. წელს ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონს შორის 4000 ქულის დაცვის საშუალება არ მაქვს... რა თქმა უნდა, ეს ჩემს რეიტინგზე მოქმედებს. მაგრამ მე სხვა პრიორიტეტები მაქვს“.

- ამჟამინდელ პირობებში, ახლა არის თქვენი ბოლო შანსი ითამაშოთ დიდი სლემი 2022 წელს. ეს ზრდის მოტივაციას?

„ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს, რომ აქ წარმატებით გამოვიდეთ. იმედი მაქვს კარგ ტურნირის ჩავატარებ, როგორც წინა სამ შემთხვევაში, როცა აქ ვითამაშე. და ვნახოთ. მინდა აშშ-ში წასვლა, მაგრამ ჯერ არ არის შესაძლებელი. მეტი არაფერი შემიძლია, ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. მთავრობა წყვეტს, შემოუშვას თუ არა აუცრელი პირები ქვეყანაში“.

- ნიუ-იორკში წასვლამდე ვაქცინაციისთვის ჯერ კიდევ გაქვთ დრო. ანუ სამომავლოდ ასეთ შესაძლებლობას სრულიად გამორიცხავთ?

„დიახ“.

ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალის შესახებაც ისაუბრა და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა:

„გასული სეზონის მეორე ნახევარში მას ოპერაცია ჩაუტარდა და მაშინვე დიდი სლემი მოიგო. რა თქმა უნდა შთამბეჭდავია. და ამ გამარჯვებით მან რეკორდი მოხსნა. შემდეგ კი ყველაფერი გაიმეორა როლან გაროსზე, სადაც ისტორიულად ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული.

მე მის წინაშე ქედს ვიხრი ყველაფრის გამო, რაც მან მიაღწია და რის კეთებასაც განაგრძობს კორტზე. ის ყოველთვის იბრძვის. საოცარი ჩემპიონია. და მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, დიდ პატივს ვცემ იმას, რასაც ის აკეთებს, რათა მხოლოდ გააძლიეროს თავისი მემკვიდრეობა კორტზე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
ზედიზედ მეორედ - ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია