კრისტიან ერიქსენი
Aa
Aa

ერიქსენი აგენტს შეხვდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, კრისტიან ერიქსენი მომავალ კლუბთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში/დღეებში მიიღებს. სკანდინავიელი ნახევარმცველი მის აგენტთან ისაუბრებს და ამ შეხვედრაზე გადაწყვეტს, რომელ კლუბში გააგრძელოს კარიერა. ამავე წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე ''ტოტენჰემი'' ერიქსენის ტრანსფერზე არ მუშაობს.

ერიქსენის გადაბირებით ბევრი კლუბია დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, ''ბრენტფორდი'', სადაც ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა, იმედს არ კარგავს, რომ ერიქსენი შემდეგ სეზონშიც მათი კლუბის მოთამაშე იქნება. 

30 წლის ფეხბურთელი ნისლიან ალბიონზე გასულ ზამთარში დაბრუნდა, ''ბრენტფორდისთვის'' 11 მატჩი ჩაატარა, ''ჩელსისთან'' მოგებულ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო. გარდა ამისა, მის აქტივში 4 საგოლე პასია. შესანიშნავი პერფორმანსის შემდეგ ერიქსენის მიმართ ინტერესი დაბრუნდა, ''მან. იუნაიტედის'' გარდა მის მიმართ ინტერესს ''ტოტენჰემიც'' იჩენდა. მოგეხსენებათ, დანიელმა ''დეზების'' რიგებში 2013-20 წლებში ითამაშა.

ასევე გეტყვით, რომ The athletic-ის ცნობით, სკანდინავიელით ''მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება, მაგრამ ოფიციალურ შეთავაზებას მხოლოდ მას შემდეგ გაუკეთებს, რაც ფრენკი დე იონგის საკითხი გაირკვევა. ამ ეტაპზე ''წითელი ეშმაკები'' ნიდერლანდელის ტრანსფერზე მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსი ახალ შეთავაზებას ამზადებს და სტერლინგისთვის ბრძოლას აგრძელებს
ჩელსი ახალ შეთავაზებას ამზადებს და სტერლინგისთვის ბრძოლას აგრძელებს