ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

''ასეთი ფეხბურთელი იტალიაში ცოტაა'' - მსოფლიოს ჩემპიონი ხვიჩაზე

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, იტალიელმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ''ნაპოლიში'' ტრანსფერის განხორციელებაში მონაწილეობდა, ქართველი გარემარბის შესახებ კიდევ ერთხელ, ამჯერად Tuttomercatoweb-თან ისაუბრა.

''მას ორი წელია ვაკვირდები, პირველად მისი თამაში 2020 წელს ვნახე, ჩემზე მაშინვე მოახდინა შთაბეჭდილება. ვიმედოვნებ, მას შეუძლია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს: მას აქვს წარმატებისთვის აუცილებელი პიროვნული თვისებები და გონება. ასეთი მოთამაშეები იტალიაში ძალიან ცოტანი არიან. ის ლეაოს ჰგავს, იმედი მაქვს ''ნაპოლის'' ერთ-ერთი ლიდერი, გადამწყვეტი მოთამაშე გახდება''.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

გასულ სეზონში ყაზანის ''რუბინის'' დატოვების შემდეგ კვარაცხელიამ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშა. მის აქტივში ბათუმის ''დინამოს'' რიგებში ჩატარებულ 11 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე პასია. გარდა ამისა, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საწყის სამ ტურში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ოფიციალურად, კვარაცხელია პირველი ივლისიდან ''ნაპოლის'' ფეხბურთელი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება ყველა დეტალზე შედგა - მამარდას ახალი კონტრაქტი ვალენსიასთან
შეთანხმება ყველა დეტალზე შედგა - მამარდას ახალი კონტრაქტი ვალენსიასთან