ქართველი მსაჯები U19 ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში
Aa
Aa

ქართველი მსაჯები U19 ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში

სლოვაკეთში მიმდინარე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი მსაჯები მესამე მატჩს განსჯიან.

უეფას გადაწყვეტილებით, ინგლისისა და იტალიის 19-წლამდე ნაკრებების ნახევარფინალური მატჩის მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, მისი პირველი ასისტენტი კი დავით გაბისონიაა. ქართველ არბიტრებთან ერთად, მატჩზე ლიეტუველი მსაჯებიც იმუშავებენ. შეხვედრა 28 ივნისს, სენეცში გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გოგა კიკაჩეიშვილმა და დავით გაბისონიამ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, სლოვაკეთი იტალიისა და ინგლისი ისრაელის 19-წლამდე ნაკრებების მატჩებზე იმუშავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრისტალბეთ ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის საუკეთესოები დაასახელა
კრისტალბეთ ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის საუკეთესოები დაასახელა