ბრაზილია
Aa
Aa

„ფეხბურთში ჰომოსექსუალისზმი მინუსი არ არის“ - ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

ბრაზილიის ნაკრების ვეტერანი ნახევარმცველი, რიშარლისონ ბარბოსა ლგბტ მოთამაშეების მიმართ დამოკიდებულების შეცვლას ელოდება.

2007 წელს „პალმერიასის“ პრეზიდენტმა, ჟოზე ცირილო ჯუნიორმა სატელევიზიო ეთერში გამოაცხადა, რომ რიშარლისონი გეი იყო. ამ განცხადების შემდეგ, ფეხბურთელმა ჟოზე ცირილოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა სასამართლომ დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ საფეხბურთო ჩემპიონატში ჰომოსექსუალი მოთამაშეების არსებობის აღიარებას სხვა მოთამაშეებზე შესაძლოა უარყოფითად ემოქმედა, ვინაიდან, ფეხბურთს მამაკაცების და არა გეი ფეხბურთელების თამაშს ეძახდნენ.

ამ შემთხვევიდან 15 წლის შემდეგ, რიშარლისონმა ერთ-ერთ სააგენტოსთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შემდეგ ის თავს დამცირებულად გრძნობდა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი. არ მქონდა განცდა, რომ ეს ყველაფერი ნორმალური იყო. ჩემთვის ეს ყველაფერი დამამცირებელი იყო.

ეს მხოლოდ ჩემთვის არ არის ცუდი. ჰომოსექსუალისზმი მინუსი არ არის და ეს თემა ფეხბურთში საკამათო არ უნდა იყოს“, - განაცხადა რიშარლისონმა.

ცნობითვის, ბარბოსას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ წარსულში ურთიერთობა ჰქონდა როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთან.

ცნობისთვის, 39 წლის ვეტერან ფეხბურთელს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები