ერეკლე არსენაშვილი
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს!

23 წლის ქართველი ხელბურთელი, ერეკლე არსენაშვილი ლისაბონის „სპორტინგიდან“ კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „პუენტე ხენილში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ანდალუსიური კლუბის ვებ-გვერდზე არსენაშვილის კომენტარიც ვრცელდება:

„ძალიან ბედნიერი და მოტივირებული ვარ აქ ყოფნით. მინდა გუნდთან ერთად რაც შეიძლება მალე დავიწყო თამაში და გავაკეთო ყველაფერი, რომ ჩემპიონატში ყველა მატჩი მოვიგოთ. ახლა პირველი ნაბიჯი ახალი სეზონისთვის კარგად მომზადებაა და იმედი მაქვს, რომ სეზონი წარმატებული იქნება. „ასობალ ლიგის სისტემა ძალიან მომწონს, მომწონს თამაშის სტილიც.

აქ ძალიან ძლიერი გუნდები არიან, რომლებსაც უმაღლესი სათამაშო ხარისხი აქვთ, რაც კონკურენციას კიდევ უფრო აძლიერებს და საინტერესოს ხდის. მიზეზი, რის გამოც კლუბთან კონტრაქტს ხელი მოვაწერე, პორტუგალიაში გატარებული სამი წლის შემდეგ ინდივიდუალური ზრდა იყო. ყოველთვის მინდოდა ძალების „ასობალ ლიგაში“ მოსინჯვა. როდესაც „პუენტე ხენილის“ ინტერესის შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ აქ გადმოსვლა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“, - ქართველი კალათბურთელი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ერეკლე არსენაშვილმა კარიერა თბილისში, ხელბურთის კლუბ „ქარიშხალაში“ დაიწყო. სხვადასხვა წლების განმავლობაში ქართველი ხელბურთელი „სტუ შევარდენის“, ბერძნული „ფილიპოს ვერიას“, ასევე ბერძნული „დიომიდის არგუსის“ ღირსებას იცავდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი პორტუგალიაში, ჯერ „ბრაგაში“, შემდეგ კი ლისაბონის „სპორტინგში“ გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები