ლევან გორგაძე
Aa
Aa

განახლებული ბანძუკე ივლისის ბაშოს წინ - ლევან გორგაძე დაწინაურდა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა. 10 ივლისს, „ნაგოია ბაშო“ დაიწყება და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე, ცნობილი გახდა, ქართველ სეკიტორს, ლევან გორგაძეს რა წოდება ექნება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტოჩინოშინი, რომელმაც მაისის ბაშო 8 მოგებითა და 7 წაგებით დაასრულა, დაწინაურდა. „ნაცუ ბაშოზე“ „ტოჩი“ დასავლეთის მეცხრე მაეგაშირა გახლდათ, მომდევნო სუპერტურნირზე კი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა იქნება.

განახლებული ბანძუკეს სათავეში კვლავინდებურად ტერუნოფუჯი გახლავთ, რომელიც ერთადერთი იოკოძუნაა. ოძეკის წოდებით სამი სუმოტორი იასპარეზებს: ტაკაკეიშო, მიტაკეუმი, შოდაი. ვაკატაკაკაგე და დაიეიშო სეკივაკეები იქნებიან, ხოლო ჰოშორიუ და აბი დოჰიოზე კომუსუბის რანგით გავლენ.

როგორც აღვნიშნეთ, „ნაგოია ბაშო“ 10 ივლისს დაიწყება. ქართველი სეკიტორის პირველი და მეორე მეტოქის ვინაობა ტურნირამდე 2 დღით ადრე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო 20 მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია
მსოფლიოს საუკეთესო 20 მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია